Thursday, January 21, 2016

მაგნიტი, დედამიწის მაგნიტური ველი

1.    1. პროექტის სახელწოდება: მაგნიტი, დედამიწის მაგნიტური ველი
2. პროექტის მთავარი იდეა :

საკვლევი თემა არის მაგნიტი, დედამიწის მაგნიტური ველი“. პროექტზე მუშაობის პროცესში  მოსწავლეები გაეცნობიან მაგნიტის აღმოჩენის ისტორიას,  შეისწავლიან და გაიგებენ, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის დანიშნულებას.
3. მაგნიტი,დედამიწის მაგნიტური ველი ეროვნულ სასწავლო გეგმაში

მიმართლება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.IV.4.მოსწავლეს შეუძლია  მაგნიტის მოქმედების აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ატარებს ცდებს მაგნიტის საშუალებით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ სხეულებს აჯგუფებს მაგნიტთან ურთიერთქმედების მიხედვით;
·           აკვირდება ორი მაგნიტის პოლუსების ურთიერთქმედებას. განასხვავებს მაგნიტის მიერ სხეულების მიზიდვას პოლუსებთან და მის სხვა ნაწილებთან;
·           ჩამოთვლის მაგნიტის გამოყენების მაგალითებ ყოველდღიური ცხოვრებიდან.

როგორც ვხედავთ მაგნიტის ცნების შესწავლას მოსწავლეები მეოთხე კლასიდან იწყებენ, პროექტზე კი იმუშავებენ მერვე კლასის მოსწავლეები(14-15 წელი), მათ უფრო მეტი ცოდნა ექნებათ დაგროვებული აღნიშნულ თემასთან დაკავშერებით მეოთხედან მერვე კლასამდე. პროექტის საშუალებით  ისინი შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა არსებულ საკითხთან დაკავშირებით და მოიძიონ სხვადასხვა ინფორმაცია, როგორც სახელმძღვანელოებიდან, ისე ინტერნეტის საშუალებით.(რა თქმა უნდა პროექტის ხელმძღვანელი მიუთითებს მოსწავლეებს იმ წყაროებს, რომლითაც მათ შეეძლებათ იხელმძღვანელონ პროექტზე მუშაობისას).

4. ვადები/ხანგრძლივობა:
2016წლის 20 იანვრიდან 2016წლის 20თებერვლის ჩათვლით.


5. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები თვითონვე ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობებს მაგნიტის საშუალებით, რაც სახალისო და ამავდროულად საინტერესო იქნება,
შეიქმნება ბლოგი, PowerPoint პრეზენტაცია, შედეგად მოსწავლეები და საზოგადოება მიიღებს მეტ ინფორმაციას მაგნიტის და მისი დანიშნულების შესახებ დღევანდელ ცხოვრებაში.

6. სამუშაო ენა: ქართული

7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი  სახელმძღვანელო, საწერკალამი, რვეული.

8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

I შესავალი - მაგნიტი, დედამიწის მაგნიტური ველი“ თემაზე მოსწავლეები ისაუბრებენ რატომ აირჩიეს ეს თემა საკვლევად, რა მოეწონათ, რას გააკეთბენ თემის ირგვლივ, რა მოლოდინები აქვთ.

II მიზნები - მუშაობის დაწყებამდე დაისახავენ მიზნებს. რა სურთ მათ, რომ შეისწავლონ ამ თემასთან დაკავშრებით. ჩაატარებენ გამოკითხვას პედაგოგებში, როგორ იწსავლება ეს საკითხი სკოლაში. შეისწავლიან მაგნიტის აღმოჩენის ისტორიას, მაგნიტის თვისებებს, მაგნიტის როლს თანამედროვე ცხოვრებაში. გამოუმუშავდებათ კვლევის  და ჯგუფური მუშაობის უნარჩვევები, დამოუკიდებლად შეძლებენ გადაჭრან პრობლემები .

მათი მიზნის მიღწევის საშუალებები იქნება:

ü  მასალების მოძიება, გაანალიზება და გამოყენება
ü  ცდების ჩატარება
ü  კვლევა, პედაგოგების გამოკითხვა


III ლიტერატურის მიმოხილვა :
·         მაგნიტი,დედამწის მაგნიტური ველი
·         მოყვარული ქვა
·         დედამიწის მაგნიტური ველის წარმოშობის მიზეზები
·         ორი მაგნიტის ურთიერთქმედება.
·         მაგნიტის როლი ჩვენს ცხოვრებაში
·         მაგნიტური ქვიშები და მათი მკურნალობის ძალა
·         ბუნებრივი მაგნიტური თერაპია
·         მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებები - ურეკი

IV სახალისო აქტივობები მაგნიტის გამოყენებით

ამ აქტივობების საშუალებით მოსწავლეები დაინახავენ, თუ როგორ შეიძლება

მარტივად და სახალისოდ წარმოვაჩინოთ მაგნიტი და მისი თვისებები.

აქტივობა I-ელექტრო მაგნიტის გაკეთება

ელექტრო მაგნიტის დასამზადებლად გამოვიყენებთ შემდეგი სახის რესურსებს: ლურსმანი, ბატარეა, წვრული მავთული, წებოვანი ლენტი, სამაგრები, ჭიკარტები, მაკრატელი.
დამზადების პროცესი:
ავიღებთ ლურსმანს, დავამაგრებთ მავთულს წებოვანი ლენტით, რაც შეიძლება მჭიდროდ. მავთულის ორივე ბოლოებს მივამაგრებთ ბატარეაზე ისე, რომ ელექტრო წრედი შეკრას. რის შედეგადაც დამაგნიტდება ლურსმანი და მიიზიდავს სამაგრებსა და ჭიკარტებს. ამ აქტივობების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ბავშვებს როგორ მზადდება ელექტრო მაგნიტი.
აქტივობა II-მაგნიტური მანქანა

საჭირო რესურსები: ორი მაგნიტი, ცარიელი ასანთის კოლოფი, ლასტელინი, დასალევი ჩხირი, მაკრატელი, მუყაოს ქაღალდი, კბილის ჩხირები, ღილები.                                                           
დამზადების პროცესი:
ავიღებთ ცარიელ ასანთის კოლოფს, წებოვანი ლენტით  ზედ დავამაგრებთ სასმელ ჩხირს. სასმელ ჩხირში გავუყრით კბილის ჩხირს, კბილის ჩხირზე პლასტელინით მივამაგრებთ ღილს ისე, რომ არ გამოძვრეს და თავისუფლად იმოძრაოს. ასანთის ცარიელ კოლოფში მოვათავსებთ ერთ მაგნიტს, ხოლო მეორე მაგნიტით, რომელიც ხელში  გვეჭირება მოვახდენთ დამზადებული მანქანის მოძრაობას. ამ სახალისო აქტივობით ბავშვები გაიგებენ მაგნიტის თვისებებს, რომ ერთნაირი პოლუსის (მუხტის) მქონე მაგნიტები განიზიდებიან, ხოლო სხვადასხვა პოლუსის (მუხტის), კი მიიზიდებიან. 
აქტივობა III- მაგნიტური გველი და მაგნიტური ფრანი

საჭირო მასალები: წებოვანი ლენტი, სახაზავი, ფერადი ფურცლები, ძაფი, ნემსი, მაგნიტები, მაკრატელი, სამაგრი, წებო.
დამზადების პროცესი:
ავიღებთ ფერად ფურცელს, დავხატავთ ზედ გველს და მაკრატელის გამოყენებით ვჭრით მას. გველის ტანში გავუყრით ძაფს და სამაგრით დავუმაგრებთ თავს, რათა შემდეგ მაგნიტით მიზიდვა შეძლონ. აგრეთვე,  ფრანს დავამზადებთ ფერადი ფურცლებით და დავამაგრებთ მასაც ძაფითა და სამაგრით. ბოლოს კი, სახაზავის საშუალებით, რომელზეც ორი მაგნიტი იქნება წებოვანი ლენტით მიმაგრებული მივიზიდავთ გველსა და ფრანს. ამ სახალისო და ფერადი აქტოვობით მოსწავლეები გაიგებენ მაგნიტის კიდევ ერთ თვისებას, რომ მეტალისგან დამზადებულ საგნებს მაგნიტი იზიდავს.

V დასკვნა

დასკვნაში წარმოდგენილი იქნება გამოკითხვის შედეგები, მოეწონათ თუ არა დასრულებული პროექტი და გამართლდა თუ არა მათი მოლოდინები, რა იყო საინტერესო მათთვის, რა აღმოაჩნეს ახალი და რა ცოდნა მიიღეს მათ, ამ თემის დამუშავებით.

9. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნათია აბშილავა
10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natia.abshilava.1@iliauni.edu.ge
11. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://natia1994.blogspot.com/

No comments:

Post a Comment