Thursday, January 21, 2016

გაკვეთლის გეგმა

გაკვეთილის თემა
წყლის დაბინძურება
მასწავლებლის სახელი, გვარი
ნათია აბშილავა
საგანი/საგნები
ბუნებისმეტყველება
სამიზნე ჯგუფი
მესამე კლასი
მიზნები და ამოცანები
ბუნ.III.11.
შედეგი: მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა .

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ იმის დანახვა და გაგება, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის დაბინძურება. რა გარეგანი ფაქტორები მოქმედებს მასზე. გაკვეთილის ბოლოს მათ უნდა გაანალიზონ და შეაფასონ როგორ მოქმედებს წყლის დაბინძურებაზე ესა თუ ის ფაქტორი, ასევე იმსჯელონ იმაზე თუ რა ქმედებებია საზიანო და სასარგებლო ზოგადად გარემოსთვის და ასევე წყლისთვის.
გაკვეთილის მსვლელობა
(გაკვეთილის სტრუქტურა და აღწერა)
გამოვკითხავ ბავშვებს წინა მასალას, რომ ახალი მასალა ავაგო წინაზე დაყდრნობით, რადგან წინა გაკეთილი იყო ზოგადად გარემოს დაბინძურებაზე და ახალი თემა არის კონკრეტულად წყლის დაბინძურებაზე. წინა მასალის გამოკითხვა მოხდება კითხვა პასუხის რეჟიმში. მაგალითად, რა იწვევს გარემოს დაბინძურებას? როგორ უნდა მოვქიქცეთ რომ დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან? პირადად თქვენ ზრუნავთ თუ არა გარემოს სისუფთავეზე.

აქტივობა I. კლასი შედგება 30 მოსწავლისგან. დავყოფ 5 ჯგუფად (თითოეულში6 მოსწავლე). ჯგუფი დაიყოფა სიის მიხედვით. კონტროლს გავუწევ ბავშვების მიერ დავალების შესრულებაში ჩართულობას.

აქტივობა იქნება შემდეგი სახის: თითოეული ჯგუფი ჩამოწერეს  და მოიფიქრებეს მოსაზრებებს რამ შეიძლება  გამოიწვიოს გარემოში წყლის დაბინძურება, შემდეგ როცა მსჯელობას დაასრულებენ ჩემ მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე განვამტკიცებ მათ მოსაზრებებს სწორი იყო თუ არა.

აქტივობა II. მოსწავლეებს ვაჩვენებ ვიდეოს,
სადაც მოცემული არის წყლის დაბინძურების სხვადასხვა გზები. ისინი თვალნათლივ ნახავენ რა იწვევს წყლის დაბინძურებას. შეადარებენ მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ვიდეოზე ნანახს და შეაფასებენ მათი მსჯელობა თემასთან დაკავშირებით სწორი იყო თუ არა.


აქტივობა III. წარვუდგენ მოსწავლეებს ჩემ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას(იხ.ფაილი1) https://drive.google.com/file/d/0B1qKJIit0hUOdVhBU1E5QVI0bTg/view?usp=sharing
   აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
ამასთან ერთად ვანახებ მათ თვალსაჩინოდ ვიდეო მასალას რა იწვევს წყლის დაბინძურებას და როგორ უნდა დავიცვათ ის.
მომზადებულ მასალას თან აქვს დართული პატარა სავარჯიშოც ტესტების სახით, რომლებსაც შეასრულებენ ბავშვები და ბოლოს ერთად მივალთ იმ სწორ დასკვნამდე, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის დაბინძურება გარემოში.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, რვეული და საწერკალამი.
ელექტრონული რესურსი:
1)https://www.youtube.com/watch?v=93BqLewm3bA
2)http://www.skoool.ge/science.php
მასწავლებლის ნააზრევი.
ვთვლი,რომ ამ თემის ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. მაგალითად, მარტივად რომ ვთქვა, ელემენტარული კულტურის საკითხია ის რომ ყველა ადამიანმა, არა მარტო ბავშვებმა უფროსებმაც უნდა გაითავისონ ის , რომ წყლისა და  გარემოს დაბიძურებში დიდი წვლილი ადამინებს მიუძღვის. ეს იქნება, ნარჩენების დატოვება , ტყის გაჩეხვა და აშ. ეს თემა ადრეული ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს , რომ ჰქონდეთ  ზოგადი ცოდნა იმის შესახებ რა შედეგები მოყვება გარეომს დაბინძურებას და ადამიანის ზემოქმედებას მასზე.  ამიტომ ვფიქრობ , რომ გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია და ეს ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ .



შეფასების რუბრიკა

 (განმავითრებელი)
დიახ
არა
ზოგჯერ
გაკვეთილის პროცესში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა და გამოხატავდა საკუთარ აზრს.
ყოჩაღ ბავშვებო, დღეს ძალიან კარგად წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები. თქვენ ყოჩაღები ხართ.
ბავშვებო, გთხოვთ შემდეგ გაკვეეთილზე იაქტიუროთ და გამოხატოთ თქვენი აზრი, ვიცი რომ თქვენ ეს შეგიძლიათ, რადგან ყოჩაღი ბავშვები ხართ.
ბავშვებო ხანდახან  ყურადღება გეფანტებათ, საგაკვეთილო პროცესში ,შემდეგ გაკვეთილზე თუ მეტს იაქტიურებთ ძალიან კარები იქნებით.

მოსწავლეები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად
თქვენ ძალიან კარგი ბავშვები ხართ, მომწონს რომ ხშირად მისვამდით კითხვებს. დამიჯერეთ ასე უფრო მეტს გაიგებთ, როცა გაუგებარ შეკითხვას არ დაიტოვებთ.
თქვენგან დღეს შეკითხვები არ მიმიღია, ხომ არ შეგიძლიათ გაკვეთილის თემასთან დაკავშრებით დამისვათ კითხვები, თქვენ რაც გაინტერესებთ. ასე უფრო გაგიადვილდებათ ახალი მასალის გაგება
გთხოვთ, შემდეგში უფრო მეტი კითხვები დამისვათ გაკვეთილზე, რომ უკეთ შევძლოთ გავიგოთ რა ვიცით და რა არა, რომ შემდეგ გამოვასწოროთ.
გაკვეთილზე მსჯელობა გაკვეთილის თემას არ გასცდენია
მშვენიერია ბავშვებო. თქვენ მუდამ გაკვეთილის თემის ირგვლივ საუბრობდით და მსჯელობდით. ეს ნიშნავს რომ გულდასმით მისმენდით.
დღევანდელ გაკვეთილზე თქვენ სხვა თემებს შეეხეთ, გაკვეთილის თემასთან არ იყო კავშირში, შემდეგში ეცადეთ მხოლოდ თემის ირგვლივ ისაუბროთ. ვიცი  რომ თქვენ ამას მოახერხებთ ისეთი ჭკვიანები ხართ, ჩვენ ხომ ასე სხვა გაკვეთილებზეც ვაკეთებთ.
ბავშვებო, ზოგჯერ თქვენ სხვა თემებსაც ეხებოდით, რაც გაკვეთლის თემასთნ არ იყო კავშირში, გთხოვთ შემდეგში ეცადეთ მხოლოდ თემის ირგვლი მსჯელობით შემოიფარგლოთ.
მოსწავლეებს აქვთ საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავთ გაკვეთლის თემასთან დაკავშირებით არგუმენტები და მაგალითები.
ვამაყობ ბავშვვებო თქვენით, რომ ასეთი ნიჭიერები ხართ. შეგიძლიათ გაკვეთილის თემის ირგვლივ იმსჯელოთ, მოიყვანოთ არგუმენტები და მაგალითები. ეს ნიშნავს რომ თქვენ რასაც აკეთებთ და ამბობთ ყველაფერს წინასწარ აანალიზებთ.
გაკვეთილზე მაგალითები და თემასთან დაკავშრებით არგუმენტები საკმარისი არ იყო ბავშვებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ და შემდეგ გაკვეთილზე თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითები განამთკიცეთ არგუმენტებით. მე ვიცი, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
შეგიძლიათ ბავშვებო შემდეგში უფრო მეტი მოსაზრებები გამოთქვათ? დღეს ცოტამ დააფიქსირეთ თქვენი აზრები გაკვეთილზე, კარგი იქნება თუ ყველა თქვენს მოსაზრებებს იტყვით, ასე უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამოგვივა გაკვეთილი.



No comments:

Post a Comment